პრემიერი - ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ რუსული ოკუპაცია ამ ქვეყანაში მშვიდობიანად დასრულდეს

ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ რუსული ოკუპაცია ამ ქვეყანაში დასრულდეს მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან მძიმე ყოველდღიური შრომით, იმისთვის, რომ ის წარმატება და ის ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ შევქმნით იყოს არამარტო ჩვენი, არამედ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კასპში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ოკუპაცია არ არის რაღაც ერთი მოვლენა და გამქრალი.

„თქვენზე უკეთ არავინ იცის რა ხდება, ადამიანის გატაცება, დატყვევება, დაპატიმრება. დღესაც გვყავს სამი ქართველი, რომელიც მძიმე დღეშია და ყოველდღიურად დახმარება სჭირდება“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, კასპში კიდევ ბევრი სამუშაოა ბოლომდე მისაყვანი.

„შიდა სოფლის გზები დღეს მოსაწესრიგებელია ბევრგან და ბევრია სამუშაო. სასმელი წყალი, რომელიც ამ რეგიონში განსაკუთრებული პრობლემაა. წელს კასპში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია იწყება, რომელიც ერთი წლის თავზე კასპის მუნიციპალიტეტში 400 ჰექტარ მიწას მორწყვად გახდის. რა თქმა უნდა, ასეთი საქმე კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. დაიწყება ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც იქნება ასევე კასპში, ეს ხომ პირდაპირ ადგილობრივ მუნიციპალურ ბიუჯეტში შემოსავალია, რომელიც გაძლევთ საშუალებას ეს ფული უფრო ეფექტურად დახარჯოთ. ჩვენ ჩვენ მოსახლეობას უნდა მივეხმაროთ იმაში, რომ ყოველდღიურად, ღირსეული შრომით, ღირსეულად არჩინონ ოჯახი. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და ეს ინფრასტრუქტურა უნდა შევქმნათ“, - განაცხადა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა