ირაკლი კობახიძე - გიორგი კანდელაკი თვითონ არის დისკრიმინაციული მოვლენა

გიორგი კანდელაკი თვითონ არის დისკრიმინაციული მოვლენა როგორც ასეთი, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კარანტინის რეჟიმი დისკრიმინაციულია.

ოპონენტების შეფასებებს, რომ მმართველ გუნდს ფრენების აღდგენა არ სურს, რათა ემიგრანტები საქართველოში არ დაბრუნდნენ, კობახიძე სისულელეს უწოდებს.

„ძალიან ბევრი სისულელე მოვისმინეთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მარტიდან მოყოლებული. როდესაც ხელისუფლება იბრძოდა კოვიდ-ის წინააღმდეგ, ვისმენდით მუდმივად ასეთ სისულელეებს. ეს არის მორიგი სისულელე, რასაც ვისმენთ ოპოზიციის მხრიდან”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ კორონავირუსს მთავრობა მანიპულაციისთვის იყენებს და ცდილობს, ეს სიტუაცია გამოიყენოს.

„რამდენიმე ათეული ათასი გაბრაზებული მოქალაქის ქვეყანაში დაბრუნების აღკვეთა უნდათ, ფაქტობრივად ბლოკადა არის გამოცხადებული ემიგრანტებისთვის საქართველოში დაბრუნებაზე“,- განაცხადა კანდელაკმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა