ვიქტორ დოლიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა გამართა

ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ელჩმა გენერალურ მდივანს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის და ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა მიმოიხილა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების პრაქტიკული ასპექტები, შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და ახლო მომავალში ოფიციალური ვიზიტების გამართვის შესაძლებლობა.

ვიქტორ დოლიძემ ნატო–ს გენერალურ მდივანს გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის წერილი, რომლითაც ქართულმა მხარემ ოფიციალურად გამოთქვა სურვილი ჩართულიყო ალიანსის გაძლიერების მიზნით დაწყებულ პროცესში „ნატო 2030“.

საგარეო უწყების ცნობით, თავის მხრივ, ნატო–ს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ნატო–ს მისიებსა და ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველო არის ალიანსის გამორჩეული პარტნიორი ქვეყანა, რომელთანაც მიმდინარეობს ინტენსიური პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა და შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს, ნატო–ში ინტეგრაციის გზაზე. მან ასევე ისაუბრა „ნატო 2030“ პროცესის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს