გია ვოლსკი აშშ-ს მიერ ფატუ ბენსუდასთვის სანქციების დაწესებაზე - ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმ რეალობასთან, რასაც ფატუ ბენსუდა იძიებს საქართველოში

ეს კონკრეტული საქმეა, რომელიც ეხება ამერიკის შეერთებული შტატების და საერთაშორისო სასამართლოს ურთიერთობას და არანაირი კავშირი არ აქვს იმ რეალობასთან, რასაც ფატუ ბენსუდა იძიებს საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აშშ-ის მიერ ფატუ ბენსუდასთვის სანქციების დაწესების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ვოლსკი ამბობს, ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რასაც საქართველოში ფატუ ბენსუდა იძიებს.

„რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა, ეს არის ის რეალობა რაც გაგვაჩნია და ამ რეალობას არავინ უარყოფს, არც სამართლებრივად, არც პოლიტიკურად. ამ საქმეებს გამოძიება და სამართლებრივი კვალიფიკაცია სჭირდება საერთაშორისო სასამართლოში, თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების და კონკრეტული პროკურორის ურთიერთობა სხვა განზომილებაში უნდა განვიხილოთ და ალბათ, ამერიკელებს უნდა ვკითხოთ,“- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას, რომელიც ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს იძიებს, სანქციები დაუწესა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო