"თიბისიმ" იპოთეკური სესხების ახალი, გამარტივებული არხი შექმნა

პირველად საქართველოში, იპოთეკური სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივად, ციფრულადაა შესაძლებელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ "თიბისიდან" აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ვებ-გვერდზე tbcmortgage.ge მომხმარებელი შეძლებს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული მისთვის საჭირო ყველა საბანკო ოპერაციის შესრულებას, მათ შორის: თანხის მოთხოვნას სასურველი უძრავი ქონების შესაძენად;

თანხის მოთხოვნას რემონტისთვის ან უძრავი ქონების ასაშენებლად; ყველა არსებული იპოთეკური სესხის გაერთიანებას; სასურველი პაკეტის შექმნას, რომელიც მოიცავს: შეძენა/აშენება/გარემონტება/სესხების გადაფარვას;

სესხის კალკულატორით სარგებლობას და წინასწარ ყოველთვიური შენატანის დაანგარიშებას; წინასწარ იმის განსაზღვრას, რა რაოდენობის იპოთეკური სესხის აღება შეუძლია და სხვ.

პლატფორმის დახმარებით მომხმარებელს იპოთეკური სესხის წინასწარ დამტკიცება და 6 თვის მანძილზე სასურველი კომერციული ფართის, ბინის, აგარაკის მოძებნის და შერჩევის შესაძლებლობაც ექნება.

იპოთეკური სესხების გამარტივებული არხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე - tbcmortgage.ge .

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა