ნინო ლომჯარია - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს ჰქონდათ თხოვნა, პროკურატურასთან სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებზე გვესაუბრა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს სახალხო დამცველთან ჰქონდათ თხოვნა, პროკურატურასთან სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებზე გვესაუბრა, - ამის შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გენერალური პროკურატურის დატოვებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, როგორც მას გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, სატელიტიდან გადაღებული სურათების მოსაპოვებლად დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.

„თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს მთავარი თხოვნა სახალხო დამცველთან ჰქონდათ ის, რომ გვესაუბრა პროკურატურასთან სატელიტიდან გადაღებული ფოტოების შესახებ. თუნდაც, იგივე, სატელიტის სურათებთან დაკავშირებით, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ გამოძიებას მოეპოვებინა.

ეს საკითხი დავაყენე გენერალური პროკურატურის წინაშე, მათ კი განგვიცხადეს, რომ დაწყებულია მთელი რიგი მოქმედებები და ქმედებები, იმისთვის, რომ მოპოვებული იყოს სატელიტის სურათები. ამაზე უფრო დეტალურად საქმეში რომ ჩავიხედავთ ვნახავთ, თუ რა გაკეთდა. თუმცა, როგორც გენერალური პროკურორი აცხადებს, ამ მიმართულებით მუშაობს გამოძიება", -განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის შეხვდა.

შეხვედრაზე რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე ისაუბრეს, მათ შორის თამარ ბაჩალიაშვილის და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეებზე.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა