რომან გოცირიძე - ხელისუფლებამ დუმილისა და მორჩილების რეჟიმში ყოფნა უნდა შეწყვიტოს და რუსეთის ბრალდება უმაღლეს საერთაშორისო დონეზე დააყენოს

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმაა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ “დუმილისა და მორჩილების რეჟიმში” ყოფნა უნდა შეწყვიტოს და რუსეთის ბრალდება უმაღლეს საერთაშორისო დონეზე დააყენოს.

როგორც გოცირიძე აცხადებს, პუტინი, ალექსეი ნავალნის მოწამვლის თემის აბსურდული მიმართულებით გადაწევას ცდილობს.

“ეს პროცესი ძალიან ჰგავს მცოცავ ოკუპაციას, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის არის, ასე ვთქვათ, დუმილის რეჟიმში, არგაღიზიანების პოლიტიკის რეჟიმში და რუსეთს მუდამ გასდის საქართველოს მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ქმედებები, საოკუპაციო ხაზის გადმოწევით დაწყებული, უამრავი სხვა რამ. ხმა ამოიღოს საქართველოს მთავრობამ. გააგებინოს მთელ მსოფლიოს რომ ტერორისტი პუტინი, რომელიც თავის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს კლავდა, ცდილობს ამ თემის აბსურდული მიმართულებით გადაწევას თავისი პოლიტიკური და სპეცსამსახურების მსგავსი არხებით. საქართველოს ტერიტორიაზე, ლუგარის ლაბორატორიაში სამხედრო ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებების წარმოების შესახებ რუსეთის ბრალდება არის ყველაზე მაღალ საერთაშორისო დონეზე დასაყენებელი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. შეწყვიტონ დუმილისა და მორჩილების პოლიტიკა, რადგან ეს უკვე აღწევს უკიდურესი თავხედობისა და თავგასულობის ზღვარს. ჯანდაცვის სამინისტროს რაღაც რბილი პოლიტიკა არ არის ადეკვატური იმის, თუ რას სჩადის და როგორ ინტერპრეტაციას აძლევს ამბავს რუსეთის ფედერაცია”,- განაცხადა გოცირიძემ.

როგორც ის აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უმკაცრესი განცხადებები უნდა გააკეთოს.

„ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქვეყნის სუვერენეტეტისადმი. მსგავსი ქმედებები უნდა იყოს ალაგმული. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს უმკაცრესი განცხადებები და არა რაღაც საწყალი კომენტარი, რომელსაც აკეთებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. ერთხელ უკვე გაუვიდა რუსეთს, ერთი წლის წინ, როდესაც მან განახორციელა, როგორც შემდეგ ექსპერტებმა თქვეს, არნახული კიბერშეტება საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების საიტებზე და მედიასაშუალებებზე და საქართველოს ხელისუფლებას ხმაც კი არ ამოუღია, სანამ შემდეგ ამერიკის მთავრობამ არ განაცხადა, რომ ეს ჩადენილი იყო რუსეთის მიერ და იძულებული გახდნენ, რომ ამ კონტექსტში რბილად ეხსენებინათ რუსეთი”,- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის მიზანი იყო ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა