ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტის წევრებმა ალტერნატიული კანონპროექტების ინიციატორებისგან კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების თაობაზე დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეთავაზებული წინადადება საარჩევნო კანონმდებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება, ხოლო

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას, როგორც ოხანაშვილი ამბობს, შთაბეჭდილება რჩება, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არ სურს არჩევნების ჩატარება.

ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტის წევრებმა ალტერნატიული კანონპროექტების ინიციატორებისგან კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს.

ეკა ბესელიას მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული წინადადება გვთავაზობდა იდეას, რომ აპრიორი უნდა დადგეს კითხვისნიშნის ქვეშ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე მიცემული ხმები. ეს ეწინააღმდეგება საარჩევნო კანონმდებლობის პრინციპს , ვინაიდან ივარაუდება, რომ ყველა პროცედურა იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცული.

თუკი არ არსებობს რაიმე კონკრეტული დასაბუთება, რომელიც მოითხოვს, რომ ხმები ხელახლა გადაითვალოს, ამასთანავე არსებობს მთელი რიგი პროცედურები, როდესაც დასაბუთების შემთხვევაში შესაძლებელია ხმების ახლიდან გადათვლა და აგრეთვე, არსებობს სასამართლოს მეშვეობით კონკრეტული უბნების გახსნა და ხმების დათვლა. შესაბამისად, აქ სიახლე არ იყო გარდა იმისა, რომ ეს გამოიწვევს ქაოსს.

ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე ვერ მივიღეთ პასუხი, როგორ შეიძლება, რომ თუკი ერთ ადამიანს სურს ხმების გადათვლა და მეორე არ იზიარებს ამ პოზიციას და ეწინააღმდეგება როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ყველა უბანზე დაისვას ეს საკითხი. ჩვენ ვიცით და ვხვდებით, რომ ეს ემსახურება არა პროცესის განჭვრეტადობას და დროულ ვადაში დასრულებას, არამედ პროცესის გაჭიანურებას, რაც არ ჯდება არცერთ საერთაშორისო სტანდარტში, რომელიც არსებობს საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით.

არჩევნები უნდა წარიმართოს დროულ რეჟიმში, უნდა იყოს შესაბამისი პასუხები და პროცესიც უნდა დასრულდეს შესაბამის ვადაში და არა გაჭიანურებულად. ჩვენ პასუხები ვერ მივიღეთ, პოზიცია და საკითხი, რომელიც ქაოსს და საარჩევნო პრინციპებს ემსახურება ვერ იქნებოდა გაზიარებული”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას, როგორც ოხანაშვილი ამბობს, “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების ჩასატარებლად მზად არ არის.

„ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ჩანს, არჩევნებისთვის არ არის მზად. ვინაიდან მათ იციან, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს მაღალი რეიტინგი, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ძალიან დაბალი შანსები და შესაბამისად, დღეს, ისევე როგორც ოქტომბერში, მათ არ აწყობთ საერთოდ რომ ჩატარდეს არჩევნები. ამიტომ, ასეთ წინადადებასაც ვერ გავიზიარებდით”,- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების თაობაზე ეკა ბესელიასა და “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივებს მხარი არ დაუჭირა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო