ლევან სამუშია - „ქართული ოცნება" რუსეთის პროექტს „მამისონს" იწყებს, ხოლო ანაკლია გააჩერა

ყველა დასავლური პროექტი ანაკლიის სახით ჩაჩეხეს და გააჩერეს, საპასუხოდ ვიღებთ იმას, რომ აანონსებენ მეორე ჩრდილოურ პროექტს, მეორე როკის გვირაბს, უდიდეს საფრთხეს და საშიშროებას, რაც არის რუსეთის ოცნება, რომ გახორციელდეს, - ასე ეხმაურება „ლელოს“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან სამუშია საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის განცხადებას მამისონის უღელტეხილის გახსნაზე.

„ეს არის რუსული ხაზი და მივმართავ „ოცნების“ წევრებს, რომ ბარემ ბორდერიზაციაში მიეხმარეთ ჩრდილოელ ოკუპანტებს. ყველა დასავლური პროექტი ანაკლიის სახით ჩაჩეხეს და გააჩერეს, საპასუხოდ ვიღებთ იმას, რომ მეორე ჩრდილოურ პროექტს, მეორე როკის გვირაბს, უდიდეს საფრთხეს და საშიშროებას აანონსებენ, რაც არის რუსეთის ოცნება, რომ გახორციელდეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი პირობას დებენ, რომ უმოკლეს ვადაში განხორციელდება პროექტი. ეს ყველაფერი ძალიან მალე არჩევნების გზით საქართველოს მოქალაქეების მხრიდან იქნება პასუხგაცემული და „ლელო“ იქნება ის ძალა, რომელიც ამას დაასრულებს,“- აცხადებს ლევან სამუშია.

აღნიშნულ კომენტარს „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს