ალექსანდრე ლუკაშენკომ კგბ-ს ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

ალექსანდრე ლუკაშენკომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კგბ-ს), უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ახალი ხელმძღვანელები დანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ყოფილი უფროსი ივან ტერტელი კგბ-ს უხელმძღვანელებს, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ვაკულჩიკი კი ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა. სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის მოქმედ ხელმძღვანელად კი ლუკაშენკომ ვასილი გერასიმოვი დანიშნა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბელარუსის უსაფრთხოების ძალები ყურადღების ცენტრშია მოქცეული. გაეროს ადამიანის უფლებების ექსპერტებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პოლიციის მიერ დემონსტრანტების წამების, ცემისა და არასათანადოდ მოპყრობის ფაქტების შესახებ ასობით შეტყობინება მიიღეს. ბელარუსის ხელისუფლება დაკავებულების შეურაცხყოფისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ არასათანადო ქმედებების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა