„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კასპის ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და საფეხბურთო სკოლა დაათვალიერეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა და გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, კასპის ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და საფეხბურთო სკოლა დაათვალიერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, 2019 წელს კასპში ხელოვნურსაფარიანი, უეფას II დონის საფეხბურთო ცენტრალური სტადიონი აშენდა, რომელიც 480 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყო 4 გასახდელი, სამსაჯო, სამედიცინო და დელეგატთა ოთახები, დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემა, ასევე აღდგა ცენტრალური სტადიონის მიმდებარე მინი მოედანი.

„სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხბურთო სკოლის შენობასაც, რომელიც 250 აღსაზრდელს ემსახურება. როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა აღნიშნეს, სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას.

სტადიონის და საფეხბურთო სკოლის მშენებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა. პროექტების ჯამური ღირებულება 2,1 მლნ. ლარია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა