თამარ ბაჩალიაშვილის დედა  თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენებას აძლევს

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენებას აძლევს.

როგორც დაკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებს პროკურორმა დავით გუმბერიძემ განუცხადა, ბაჩალიაშვილის დედის სასამართლოში დაკითხვა საჯაროდ მის მიერ 30 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებას უკაშირდება. გუმბერიძის თქმითვე, საგამოძიებო ორგანოს თამაზაშვილთან კითხვები ექნება იმასთან დაკავშირებით, თუ რაზე დაყრდნობით ისაუბრა მან ყარაბახი-საქართველოს საკითხთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, გენერალური პროკურატურის წინ გამართულ აქციაზე თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ მისმა შვილმა შემთხვევით გახსნა ფაილები, „თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბახის ომი იარაღით“.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა