ლანა გალდავა - რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ერთ თამაშს თამაშობენ

რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ერთ თამაშს თამაშობენ, - ამის შესახებ „ლელოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინის განცხადებას, რომ რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს.

ლანა გალდავას თქმით, ეს თამაში საქართველოს ეროვნული

უსაფრთხოების წინააღმდეგაა მომართული. მისივე თქმით, რაც შეეხება საწამლავით ოპონენტების განადგურებას, ეს რუსეთის კარგად ნაცადი მეთოდია და ამის ვრცელი მაგალითები არსებობს.

„თანამედროვე მსოფლიოში საწამლავს ოპონენტების გასანადგურებლად მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება იყენებს, ჩვენ გვახსოვს ლუშენკო, ლიტვინენკო და ეს სია ვრცელია. დღესაც რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადება არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება. მათი მთავარი მიზანი ჰიბრიდული ომის წარმოება და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებაა. ახლა, საქართველოს ხელისუფლება ამოფარებულია ექიმების დამცავ ფარს. ცოტა ხნის წინ მათი „ტროლები“ ლუგარის ლაბორატორიის კრიტიკით იყვნენ დაკავებული და მოკავშირეებიც კი იყვნენ რუსეთის ხელისუფლებასთან ამ ნარატივში. რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებები თამაშობენ ერთ თამაშს და ეს თამაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბრის შემდეგ აღარ იყოს საქართველოს მმართველობაში,“- განაცხადა ლანა გალდავამ.

აღნიშნულ კომენტარს „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა