მიხეილ რამიშვილი - ვითხოვთ, გამოაქვეყნონ FBI-ის რა წერილი, რა მოთხოვნა, რა ინფორმაცია გადაუგზავნა გენერალურმა პროკურატურამ

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი პროკურატურისგან იმ წერილის გასაჯაროებას ითხოვს, რომელიც უწყებამ FBI-ის გაუგზავნა. აღნიშნულის შესახებ რამიშვილმა სასამართლოში ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის დაკითხვის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც რამიშვილი განმარტავს, თამაზაშვილი გამოძიების ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

„რა კითხვებსაც გამომძიებელი დაუსვამს, ყველა კითხვაზე გასცემს ქალბატონი თეონა პასუხს. წინასწარ როგორ გითხრათ, რა ინფორმაციას მიაწვდის. ის ყველაფერს თამუნას, მასთან საუბარს და „ფლეშკებს“ უკავშირებს. დეტალურად საუბარი გამომძიებელთან იქნება და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

ჯერ გამომძიებელს და პროკურორს ეტყვის ყველაფერს, მერე გამოვა და იტყვის ყველაფერს, ყველაფრის დასახელებას და გარემოებებზე საუბარს აპირებს.

ექსპერტიზას არ გავცნობივარ, როცა გავეცნობი, მერე გაგცემთ პასუხს.

სამწუხაროდ, ძალიან მიჭირს ყოველ წუთას ინფორმაციების გაცნობა, ვინაიდან საქმის მასალებიდან გამომდინარე ბევრ რაღაცაზე ფიქრი, ანალიზი, შეფასება მიწევს. ქალბატონ ნინო ლომჯარიას განცხადება გაუკეთებია, რომ საქმეში FBI არ ჩაერთვება. თუ პროკურატურიდან FBI-ს მიაწოდეს ინფორმაცია, ადამიანმა ჩაიდინა თვითმკვლელობაო, ამით დასრულდა დანაშაულის შემადგენლობა და გამოსაძიებელი არაფერი არ არის და არაფერი ეჭვი არ არის, რომ ამის უკან შეიძლება გარკვეული ჯგუფი იდგეს. მაშინ პატივცემულ გენერალურ პროკურატურას გამოძიება დაუსრულებია, როგორც 23 ივლისს გააკეთეს განცხადება - ფსიქოლოგები, აბები და წერილი არსებობსო.

ვითხოვთ, გამოაქვეყნონ FBI-ის რა წერილი, რა მოთხოვნა, რა ინფორმაცია გადაუგზავნა გენერალურმა პროკურატურამ...შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრძანა, თუ საჭიროდ ჩავთვლით, მერე მივმართავთ FBI-ისო, ე.ი. გენერალურმა პროკურორმაც არ ჩათვალა საჭიროდ და შეცვალა ტექსტი. გამოაქვეყნოს მაშინ ბატონმა გენერალურმა პროკურორმა ტექსტი თუ შეცვალა და რა პასუხი მიიღო. მაინტერესებს, რა წერილი გაუგზავნეს, იმიტომ, რომ პირველი წერილი სულ სხვა შინაარსის იყო და იქიდანაც პასუხი სულ სხვა იყო. ახლა რა ინფორმაცია გამოიტანა ქალბატონმა ნინომ, ეს სხვა კითხვის ნიშნას აჩენს“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა