პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა, რომელიც საქართველოს მთავრობის ავალდებულებს, პარლამენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე ანგარიში წარუდგინოს.

ცვლილებების მიხედვით, ანგარიში მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოში არაუგვიანეს 1-ელი აპრილისა უნდა წარადგინოს. ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე. პარლამენტი ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იღებს დადგენილებასაც.

ცვლილებები 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო