პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის საცდელი ტესტირება ონლაინ ჩატარდება

პროფესიული პროგრამების ტესტირებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს 4 სექტემბერს შესაძლებლობა ექნებათ წინასწარი ტესტირება გაიარონ ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge - განთავსებული ბმულის საშუალებით 09:00 საათიდან 20:00 საათამდე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, წინასწარი ტესტირების მიზანია მონაწილეები გაეცნონ ტესტის ფორმატს, საგამოცდო პროცედურებსა და ყოველგვარი შეფასების გარეშე გაიარონ ტესტირება. მასში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია. პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ტესტირება ჩატარდება 5 და 6 სექტემბერს. ტეტირებაში 12 000 - ზე მეტი მსურველი მიიღებს მონაწილეობას.

პროფესიულ პროგრამებზე მისაღები ტესტირება კომპიუტერით ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება. დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილემ მაქსიმალური ჯამური ქულის 25%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირებაში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად, გათვალისწინებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა