ამირან გამყრელიძე - რუსეთს ლუგარის ლაბორატორიის მუშაობაში შეშფოთების და ეჭვის გაჩენის მიზეზი არ აქვს, უბრალოდ, ეს არის ტიპიური პოლიტიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია რუსეთს იმიტომ ადარდებს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობაა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ლუგარის ლაბორატორიის მუშაობაში ეჭვის გაჩენის მიზეზი რუსეთს არ აქვს.

„პირველი ძირითადი საკითხი, თუ რატომ აღელვებს რუსეთს ლუგარის ლაბორატორია, არის ის თუ რატომ არის აშშ საქართველოს ასეთი მჭიდრო პარტნიორი, რატომ ააშენა საქართველოში ეს ლაბორატორიული ქსელი, რატომ შეუწყო საქართველოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში წინსვლაში ხელი აშშ-მ, რატომ მუშაობენ ამერიკელები, გერმანელები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ქართველებთან ერთად, რატომ ხდება ლუგარის ლაბორატორია რეგიონალური ჰაბი და სხვა.

ლუგარში მათ შეშფოთების და ეჭვის გაჩენის მიზეზი არ აქვთ, რადგან ბევრჯერ არიან ნამყოფები, რუსეთის სხვადასხვა არხების ჟურნალისტებიც და რუსეთის რამდენიმე დიდი ინსტიტუტის დირექტორია ნამყოფი, უბრალოდ, ეს არის ტიპიური პოლიტიკა“, - განაცხადა გამყრელიძემ გადაცემაში „რეზიუმე“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა