იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შედეგად იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 272 912-მდე გაიზარდა.

ამასთან ქეყანაში COVID-19-ით კიდევ 10 ადამიანი დაიღუპა და მსხვერპლის რიცხვმა 35 507-მდე მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში იტალიაში ვირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც ქვეყნის ცალკეულ ქალაქებში ღამის კლუბები და გასართობი ცენტრები დროებით დაიხურა.

ამასთან, იტალიის ზოგიერთ ქალაქში 18:00 საათიდან დილით, 06:00 საათამდე, პაბებისა და ბარების მიმდებარე ტერიტორიებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულოა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო