ლევან კობერიძე - დიდუბეში ლევან სამუშია მოიგებს

„ლელოს" გამარჯვების კანდიდატები ჰყავს, მათ შორის დიდუბე-ჩუღურეთში ლევან სამუშიას სახით , - ამის შესახებ „ლელოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

ლევან კობერიძის თქმით, „ლელოს" კანდიდატები მაღალრეიტინგულები არიან და მათ გამარჯვებაში იმდენად დარწმუნებულია, რომ პირდაპირ ეთერში სამუშიას კონკურენტ ანა დოლიძესთან სანაძლეოც კი დადო, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ანა დოლიძის კონკურენტი ლევან სამუშია მასზე მეტ ხმას დააგროვებს და არჩევნებს მოიგებს, რასაც, თავის მხრივ, ანა დოლიძე არ ეთანხმება.

თავად კობერიძე კი აცხადებს, რომ როგორც ამ ოლქში, ისე მთელ საქართველოში „ლელო" ხალხთან ერთად გაიმარჯვებს.

ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა