„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტებიდან დღემდე, რუსეთში 36 ჟურნალისტი მოკლეს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ შეშფოთებულია რუსეთში იმ გამომცემლებზე, ჟურნალისტებსა და ბლოგერებზე ძალადობით, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ორგანიზაციის მიერ 3 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, სულ მცირე, 36 ჟურნალისტი მოკლეს 2000 წლიდან - მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა; რამდენიმე ჟურნალისტი კი გადარჩა მოწამვლის შედეგად.

ანგარიშში აღნიშნულია სულ ბოლო შემთხვევა, როდესაც 30 აგვისტოს საკუთარი სახლის სადარბაზოში სცემეს ოპოზიციონერი ბლოგერი ეგორ ჟუკოვი, რომელიც რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ წამყვანია.

ორგანიზაციაში ეჭვი ეპარებათ, რომ ეს და სხვა საქმეები ოდესმე გაიხსნება. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მიიჩნევს, რომ ადამიანთა დაუსჯელობა, რომლებიც სჩადიან ასეთ დანაშაულებებს, რუსეთისთვის სერიოზული პრობლემაა.

„სწორედ ეს არის ასეთი დანაშაულის მიზანი: შეიქმნას შიში და ურწმუნოება, კრიტიკის გაჩუმება. საერთაშორისო საზოგადოების მიზანი უნდა იყოს, რომ მსგავსი საქმეები გაიხსნას“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო