შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი - გამომძიებლებმა დაცვის მხარის შეკითხვებზე პასუხები ვერ გასცეს

იმის გამო, რომ გარკვეული ქმედებები კანონდარღვევით ჰქონდათ ჩატარებული, გამომძიებლებმა დაცვის მხარეს შეკითხვებზე პასუხები ვერ გასცეს, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულოწვნის ნ.ც.-ს ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, არცერთ მოწმეს კონკრეტული პირების დანაშაულთან შემხებლობა არ დაუდასტურებია, რადგან ფაქტის არ არსებობის გამო, ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"ბრალად წარდგენილი ქმედება არის დაუსაბუთებელი და საფუძვლად მტკიცებულება არ უდევს. დაკითხული არიან გამომძიებლებიც, რომლებმაც იმის გამო, რომ გარკვეული ქმედებები კანონდარღვევით ჰქონდათ ჩატარებული, დაცვის მხარეს შეკითხვებზე პასუხები ვერ გასცეს.

ერთ-ერთი კითხვა იყო, თუ როგორ შეეძლოთ რამდენიმე საგამოძიებო ქმედების ერთ დროში ჩატარება. ასევე, კანონდარღვევით არის ამოღებული ჩანთა, რომელიც გამოძიებამ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ მოიპოვა,” - აღნიშნა არჩილ ბერიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა