ცესკო - საქართველოს პარლამენტის არჩევნები ავღანეთში COVID 19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდება

საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნები ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში COVID 19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. განკარგულების თანახმად, არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად, საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესრულების მიზნით, დაკომპლექტდება სპეციალური ჯგუფები (სპეცჯგუფები) არაუმეტეს 12-12 წევრის შემადგენლობით.

„არჩევნები ორ საარჩევნო უბანზე (№1 ბაგრამის საარჩევნო უბანი - „ბაგრამის საავიაციო ბაზა, №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - „ბაზა მარმალი”) გაიმართება.

სპეცჯგუფის წევრები ავღანეთში გამგზავრებამდე გაივლიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს APO AE 09356- “COVID 19 სავალდებულო კარანტინის ინდივიდუალურ სერტიფიკატ“-ში მოცემული კარანტინის გავლის წესის შესაბამისად. კარანტინის დასრულების შემდეგ კი ჩაიტარებენ PCR ტესტს. ისინი სავალდებულო კარანტინს საქართველოში დაბრუნების შემდეგაც გაივლიან.

ავღანეთში კენჭისყრა გაიმართება 2020 წლის 31 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე საქართველოს დროით. სპეცჯგუფის მიერ შესაბამის საარჩევნო უბანში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურები.

შედეგების შეჯამებისთანავე, სპეცჯგუფი შესაბამისი შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს ელექტრონულად გაუგზავნის ცესკოს. შედეგები შეჯამდება ცესკოს მიერ სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების შედეგებთან ერთად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა