ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა

ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 4 773 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4 041 638-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ინფიცირების შემთხვევები 4 მილიონს მხოლოდ ორ ქვეყანაში - აშშ-სა და ბრაზილიაში - აჭარბებს.

რაც შეეხება დაღუპულებს, ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 834 ადამიანი გარდაიცვალა და ფატალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 124 614-ს მიაღწია.

ცნობისათვის, ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ ორი დღის წინ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახდება, ბრაზილიელებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო