გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

მათივე თქმით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ლუთხუბი, კიხოტი, მაქართა, თორელაანი, თოთიაურნი, ჭართალი, დოლასქედი, ბოსელი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ჩოლოყაშვილის, სარაჯიშვილის, ბერი გობრონის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით