ჯო ბაიდენი პოლიციის მიერ დაჭრილი მამაკაცის ოჯახის წევრებს შეხვდა

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი უისკონსინის ქალაქ კენოშას პოლიციის მიერ დაჭრილი ჯეიკობ ბლეიქის ოჯახს შეხვდა,- ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრა, რომელიც მილუოკის აეროპორტში შედგა, პირადი ხასიათის იყო, თუმცა ბაიდენმა და ბლეიქის ოჯახის ადვოკატმა მოგვიანებით შეხვედრის რამდენიმე დეტალი გაასაჯაროეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენი და მისი მეუღლე ჯილი ჯეიკობ ბლეიქის ოჯახის წევრებს, მათ შორის მამას შეხვდნენ. შეხვედრისას ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა თავად ჯეიკობ ბლეიქსაც.

„მან ისაუბრა, რომ ვერაფერი დაამარცხებს, რომ მიუხედავად იმისა, გაივლის თუ არა როდესმე, ის დანებებას არ აპირებს,“- განაცხადა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ ქალაქ კენოშაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც იმყოფებოდა, თუმცა ის ბლეიქის ოჯახის წევრებს არ შეხვედრია. მან დაათვალიერა ადგილები, რომელიც საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შედეგად დაზიანდა და ადგილობრივი სამართალდამცავების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

შეგახსენებთ, 23 აგვისტოს ქალაქ კენოშაში პოლიციის მიერ დაკავების დროს შავკანიანი მამაკაცის, ჯეიკობ ბლეიქის დაჭრას საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. ბლეიქი დღემდე საავადმყოფოში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, მიღებული ჭრილობების გამო ის წელს ქვემოთ პარალიზებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო