აშშ-ის ელჩი ეუთოში - ლუკაშენკო უნდა დავარწმუნოთ, რომ არსებულ გარემოებაში არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი იყოს

ლუკაშენკო უნდა დავარწმუნოთ, რომ არსებულ გარემოებებში არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში ჯეიმს გილმორმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ის ფიქრობს, რომ გაყალბებული არჩევნები, რომელსაც სასტიკი ჩახშობა მოჰყვა, საკმარისად კარგია“ , - აღნიშნა ჯეიმს გილმორმა. მისივე თქმით, „უკიდურესად შეშფოთებულია ავტორიტარული ლიდერის მხარდაჭერის მიზნით“ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებში რუსეთის ჩარევის პერსპექტივა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო ტალღა არ ცხრება. დემონსტრანტები არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობენ, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას, ხელახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრებისა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გაათავისუფლებას მოითხოვენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა