მიხეილ ჩხენკელი ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებულ სკოლას ესტუმრა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ზესტაფონის №1 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი სკოლის მასწავლებლებს გაეცნო, განახლებული სკოლის შენობა მიულოცა, პროფესიული წინსვლა და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა უსურვა.

„დღეს ვესტუმრე ქალაქ ზესტაფონის №1 საჯარო სკოლას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. წელს დასრულდა მისი სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია. მოხარული ვარ, რომ მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს შეხვდებიან განახლებულ სკოლაში, რომლის გარე ფასადი შენარჩუნდა და თავის პირვანდელ სახეს დაუბრუნდა. შიდა სივრცე მოწყობილია თანამედროვე სტანდარტებით. სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი სწავლისათვის. ისტორიულ ძეგლს ახალი სიცოცხლე შეეძინა. ვულოცავ ზესტაფონლებს ამ ისტორიულ სკოლაში ახალი აკადემიური ცხოვრების დაწყებას. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვაა“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ზესტაფონის №1 საჯარო სკოლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და რესტავრაცია-რეაბილიტაციის შედეგად მან პირვანდელი სახე დაიბრუნა. გარდა ამისა, კეთილმოეწყო ეზო და რეკრეაციული სივრცე, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები. შენობა გათვლილია 200 მოსწავლეზე. პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2,5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა