კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 12 „დონას“ კლასტერთანაა დაკავშირებული, 3 „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, 4-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 3 „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, 4 ინფიცირებულის წყარო კი უცნობია.

მისივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 81%-ს შეადგენს.

„დაგვემატა 28 ახალი შემთხვევა, საერთო ჯამში ინფიცირებული 1596 გახლავთ. 28 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 12 არის „დონას“ კლასტერთან დაკავშირებული და ჯამში აღნიშნულ კლასტერში 36 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 3 დაავადებულ პირთან კონტაქტია, 3 არის რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელი, 2 დადასტურებული შემთხვევა იმპორტირებულია, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 4 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში და იქ ეპიდზედამხედველობის კერაში გამოვლენილი პაციენტები გახლავთ, 4 პაციენტზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს კონტაქტების და წყაროს მოძიების მიზნით.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 15-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა არის 81%.

კოვიდ ცენტრებში 275 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. აქედან კრიტიკულად მძიმე 3 პაციენტია, მძიმე 16 პაციენტი“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა