ადვოკატი - ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ღარიბაშვილი და სოლოღაშვილი მონაწილეობდნენ, ისინი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ

ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე სასამართლო განხილვები დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს, ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეში ბრალდებული ორი პირი უკმაცრესად უნდა დაისაჯოს.

"საქმეში არსებობს ყველა საჭირო მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ბრალდებულების დამნაშავეობას. ტატო ღარიბაშვილი და გიორგი სოლოღაშვილი უშუალოდ მონაწილეობდნენ ცოტნე გამსახურდიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ", - განაცხადა გიგუაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პატიმრობაში 4 პირი იმყოფება. ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 1 პირი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო