საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო 22 სკოლა დაიხურა

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო 22 სკოლა დაიხურა. ამის შესახებ საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკემ განაცხადა.

„საფრანგეთში 60 000 სკოლიდან 22 სკოლა დაიხურა, რაც მცირე მაჩვენებელია“, - განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ სამშაბათიდან საფრანგეთის სკოლებში 12 მილიონამდე მოსწავლე დაბრუნდა. მშობლების ნაწილი და პედაგოგთა პროფკავშირები პანდემიის ფონზე სკოლების გახსნის წინააღმდეგები იყვნენ.

ცნობისთვის, გუშინ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორი დღის განმავლობაში ზედიზედ ქვეყანაში კორონავირუსის 7 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათივე ცნობით, გაზრდილია საავადმყოფოში გადაყვანილი კოვიდინფიცირებულების რაოდენობაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა