რუსლან აბაშიძე - გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ძლიერი დასტურია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის განცხადებით, გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ძლიერი დასტურია.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ქართულ სახელმწიფოსთან ერთად აგრძელებს ძალისხმევას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.

„2020 წლის 3 სექტემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, 84 სახელმწიფოს მხარდაჭერით მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. ეს არის საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა მხარდაჭერის მორიგი ძლიერი დადასტურება.

რეზოლუცია წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკვე 54 ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას, რაც ნათლად მეტყველებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა ქართულ სახელმწიფოსთან ერთად აგრძელებს ძალისხმევას საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მშვიდობიანი მოგვარებისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო, ღირსეული, ნებაყოფლობითი და უპირობო დაბრუნებისათვის“, - განაცხადა აბაშიძემ.

რუსლან აბაშიძე მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა აღნიშნულ რეზოლუციას.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, დევნილი საზოგადოების სახელით, მადლობას ვუხდი ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი და იმედს გამოთქვამ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ახლო მომავალში გამოიღებს სასურველ შედეგს და დაასრულებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა