ნათია თურნავამ და საუდის არაბეთის ელჩმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საუდის არაბეთის ელჩმა საქართველოში აბდულა ალ-მუტაირმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის არსებობს ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში.

„2020 წლის იანვარი - ივლისის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 3-ჯერ, ხოლო ექსპორტი 9-ჯერ, 818 პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება თანამშრომლობას ინვესტიციების სფეროში, 2009 – 2019 წლებში საუდის არაბეთიდან ინვესტიციებმა 100 მლნ აშშ დოლარამდე შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი კვარტალში ინვესტიციების ოდენობა საუდის არაბეთიდან 25-ჯერ გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მუშაობა შეთანხმების პროექტის ტექსტზე ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ. ამასთან, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველო დაინტერესებულია, რომ არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან გაფორმდეს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. აღინიშნა, რომ მიუხედავად საქართველოსა და არაბული ქვეყნების თანამშრომლობის წევრ ქვეყნებს შორის ბოლო წლებში მზარდი ვაჭრობისა, არსებული პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული და ორმხრივი ვაჭრობის განვითარების მიმართულებით არსებობს მეტი შესაძლებლობები. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ინტერესი არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან მოლაპარაკების პროცესის გააქტიურების შესახებ. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოსტზე მომავალი არჩევნების შესახებ. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ პანდემიამდე საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ზრდადი დინამიკით ხასიათდებოდა თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით. 2019 წელს საუდის არაბეთი საქართველოში შემოსული ვიზიტორების მიხედვით ტოპ-15 ქვეყნიდან მე-12 ადგილზე იყო ”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
“მარტივი გზა შენს ახალ სახლამდე” – Myhome-ის განახლებული დეველოპერული კომპანიების მოდული
„ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებზე ზრუნვის 10 წლისთავს აღნიშნავს
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება