რუსული მედია - უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 13 პირი დააკავა, რომელიც მასობრივ მკვლელობებს გეგმავდა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ქვეყნაში დაგეგმილი მასობრივი მკვლელობები აღკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულია 13 ადამიანი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ძალოვანი სტრუქტურების შენობებსა და ხალხმრავალ ადგილებში თავდასხმების განხორციელებას გეგმავდა.

„ამოღებული პირადი დღიურები და საკომუნიკაციო საშუალებები ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები დანაშაულის ჩადენას და თავდასხმების განხორციელებას გეგმავდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ძალოვანი სტრუქტურების შენობებსა და ხალხმრავალ ადგილებზე“, - აღნიშნულია ФСБ-ს ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, დაკავებულების უმეტესობა ერთ-ერთი დახურული ინტერნეტ ჯგუფის წევრია და დანაშაულის ჩადენისკენ სხვა ინტერნეტ მომხმარებლებსაც მოუწოდებდა.

„აღნიშნული 13 პირიდან 11 ერთ-ერთი სოციალური ქსელის დახურული ინტერნეტ ჯგუფის წევრია. ისინი დანაშაულის ჩადენისკენ ინტერნეტის სხვა მომხმარებლებსაც მოუწოდებდნენ“, - ნათქვამია უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამოღებულია კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები, ასევე სანადირო, არალეტალური და ცივი იარაღი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა