ლანა გალდავა - ისანში დასახლებულ პუნქტში ცემენტის ქარხნის გამო გამოუვალი მდგომარეობაა

“ლელოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლანა გალდავამ ისნის რაიონში საცხოვრებელ კომპლექს „დირსის“ მიმდებარედ ბრიფინგი გამართა და საცხოვრებელ ტერიტორიაზე ცემენტის ქარხნის მუშაობა გააპროტესტა.

ლანა გალდავას თქმით, საცხოვრებელი კორპუსების გარდა, ტერიტორიაზე სკოლა და საბავშვო ბაღი მდებარეობს, ჰაერის დაბინძურების დონე კი საკმაოდ მაღალია. გალდავა მოუწოდებს მერიას და მის დაქვემდებარებულ, ბაღების მართვის სააგენტოს, შეისწავლონ, ქარხნის ფუნქციონირება ექვემდებარება თუ არა კანონს.

„ისანში "დირსის" საცხოვრებელი კორპუსების ახლოს მუშაობს ცემენტის ქარხანა. არის აღმაშფოთებელი მდგომარეობა გარდა იმისა, რომ ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა. აქვეა სკოლა და ორი ბაღი. ამ ქარხნისგან მოვითხოვთ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნა წარმოგვიდგინონ. პასუხს მოვითხოვთ მერიისგან და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურებიდან, შემოწმებულია თუ არა ეს ადგილი, რომელიც მთლიანად ცემენტის მტვერშია, კანცეროგენული ნივთიერებებითაა ჰაერი სავსე, მოსახლეობას კი ამ ყველაფრის გამო ონკოლოგიური ფონი აქვს მომატებული. მოვითხოვთ გარემოს დაცვის სამინისტროსგან, წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომელიც ამ ქარხანამ გაიარა. ასევე მიაქციოს ყურადღება ბაღების მართვის სააგენტომ, თუ სად უწევთ ბავშვებს სწავლა“, - განაცხადა ლანა გალდავამ.

„ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ეს ტერიტორია არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოგრაფიაზე არ ზრუნავს.

„მათი შვილები ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში დადიან და ჩვენი შვილები კი ასეთ ადგილებში, სადაც ცემენტითაა ჰაერი გაჯერებული. ამ ხელისუფლებას ახალი თაობა არ აინტერესებს. ამიტომ ოქტომბერში დასრულდება ეს მავნებლური პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის გენოფონდის განადგურებისკენაა მიმართული“, -განაცხადა ლანა გალდავამ.

აღნიშნულ კომენტარს „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა