ანატოლი ბიბილოვი ე.წ. პარლამენტს ინალ ჯაბიევის გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას სთავაზობს

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ე.წ. პარლამენტს ინალ ჯაბიევის გარდაცვალების ფაქტის „ღია და მიუკერძოებელი“ გამოძიების მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„მე, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დაცვის გარანტი, დაინტერესებული ვარ ყველა გარემოების მიუკერძოებელი გამოძიებით და ვალდებულებას ვიღებ, ინალ ჯაბიევის სიკვდილისთვის პასუხისმგებელი ყველა პირი დაისაჯოს, მიუხედავად მათი თანამდებობისა. ვთავაზობ კანონმდებლებს, ზემოთ ხსენებული რეზონანსული დანაშაულის ღია და ობიქტური გამოძიების მიზნით შექმნან დროებითი კომისია,“- განაცხადა ბიბილოვმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. პროტესტი ცხინვალის მილიციის იზოლატორში 28 წლის ინალ ჯაბიევის დაღუპვას მოჰყვა, რომელიც მისი ახლობლების მტკიცებით, წამებითაა მოკლული. აქციის მონაწილეებს მხარს უჭერენ ე.წ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც დე ფაქტო პრეზიდენტის - ანატოლი ბიბილოვისა და ე.წ. გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომას, ძალოვანი უწყებების ძირეულ რეფორმირებასა და ინალ ჯაბიევის მკვლელობაში მონაწილე პირების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

პროტესტის ფონზე ბიბილოვმა ჯერ ე.წ. შსს მინისტრი იგორ ნანიევი გაათავისუფლა პოსტიდან, შემდეგ კი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ ფუხაევი გადადგა და ბიბილოვმა „მთავრობა“ დაითხოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა