ლევან ბოძაშვილი - თუ ლუგარი დაუცველია, არჩევნები როგორ იქნება დაცული კიბერჩარევისგან?!

თუ ლუგარი დაუცველია, არჩევნები როგორ იქნება დაცული კიბერჩარევისგან? ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს არჩევნებამდე, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "სოციალური სამართლიანობისთვის" ლიდერმა ლევან ბოძაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა წარმოადგინოს საარჩევნო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერდაცვის მდგომარეობის ანგარიში.

„ლუგარზე მიტანილი კიბერშეტევა ცალსახად რუსული ხელწერაა და გარდა იმისა, რომ უკავშირდება ნავალნის მოწამვლის თემის დაკავშირებას ლუგართან, ამავე დროს გვაჩვენებს, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაუცველია. საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა გარკვევით უნდა იცოდეს რამდენადაა დაცულია საარჩევნო სისტემა კიბერჩარევებისგან და ემუქრება თუ არა ამ კუთხით რაიმე 31 ოქტომბრის არჩევნებს. რუსეთი აუცილებლად შეეცდება ასეთი ჩარევის განხორციელებას და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მდგომარეობაშია კიბერუსაფრთხოების დაცვითი შესაძლებლობები. ლუგარზე მიტანილი შეტევა არ იძლევა თავის დამშვიდების საშუალებას, ამიტომაც, საჭიროა გაცხადდეს, იღებს თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისია და ხელისუფლება პასუხისმგებლობას რომ არჩევნების პერიოდში ვერ განხორციელდება ისეთი კიბერჩარევები, რომელთაც შეეძლებათ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა. ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს არჩევნებამდე“, -აცხადებს ლევან ბოძაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა