ელენე ხოშტარია - დარწმუნებული ვარ, NDI ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს იმისთვის, რომ არჩევნებს დეტალურად დააკვირდეს

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ გარკვეული ფორმები შეცვალა, საერთაშორისო ყურადღება ძალიან დიდი და სერიოზულია,- ასე აფასებს ვაკე-საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" განცხადებას, სადაც საუბარია, რომ NDI პანდემიის გამო, საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის.

ელენე ხოშტარიას განმარტებით, ის დარწმუნებულია, რომ პანდემიის მიუხედავად „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი" საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დეტალურად დააკვირდება.

„ენდიაიმ" თქვა, რომ პანდემიიდან გამომდინარე დაკვირვების ცოტა განსხვავებულ წესს აირჩევს. სქემა შემუშავებული აქვთ პანდემიის პირობებში როგორ გააკონტროლონ არჩევნების მიმდინარეობა. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ გარკვეული ფორმები შეცვალა, საერთაშორისო ყურადღება ძალიან დიდი და სერიოზულია. ჩვენ ელჩებისგან მუდმივად გვესმის მოსყიდვის დაუშვებლობაზე და სხვა პრობლემებზე განცხადებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ენდიაი" ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, იმისთვის, რომ არჩევნებს დეტალურად დააკვირდეს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ცნობისთვის, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც მიზეზად პანდემიაა დასახელებული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო