მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწოვნის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწოვნის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა, დღეს დასაკითხ მოწმეთა სიაში, იუბილარ ანა გაბეჩავას მეგობარი, სალომე ჭკადუა შედის. პროკურორის თქმით, ის აგარაკზე განხორციელებული იმ ძალადობის თვითმხილველია, რომელიც შემდეგში შურისძიების, ძალადობის და თავდასხმის განხორციელების მოტივი გახდა.

„წარმოდგენილი არიან როგორც გამომძიებლები, ექსპერტები, ასევე წარმოდგენილი არიან ფაქტის შემსწრე მოწმეები. მათ შორის დაიკითხება პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა აგარაკის ტერიტორიაზე, შეესწრო პირველ კონფლიქტს, რაც გახდა შემდეგ შურისძიების მიზეზი. ასევე, მასთან დათვალიერებულია ვიდეოკადრები, რომელიც საქმეზე მოპოვებულია და აღნიშნული პიროვნება ახდენს მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების იდენტიფიცირებას“, - განაცხადა გუგუტიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა დაცვის მხარის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანთა პროცესი დაჩქარებულ რეჟიმში ტარდება.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში პირდაპირ არის გაწერილი, რომ არასრულწლოვანთა პროცესი უნდა განიხილებოდეს დაჩქარებულად, მათი ინტერესიდან გამომდინარე, რასაც კანონი გვავალდებულებს. სწორედ აღნიშნულით არის განპირობებული პროცესების ინტენსიურად ჩანიშვნა", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

სასამართლო პროცესს ესწრება არასრულწლოვანი ზ.ხ.-ც, რომელიც ბოლო რამდენიმე პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო