პროკურორი - თამარ ბაჩალიაშვილის youtube-ის გვერდიდან 16 და ტელეფონიდან 3 ვიდეო ჩანაწერი მოვიპოვეთ, მასში დაფიქსირებული ინფორმაცია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია

თამარ ბაჩალიაშვილის youtube-ის გვერდიდან 16 და ტელეფონიდან 3 ვიდეო ჩანაწერი მოვიპოვეთ. ყველა ვიდეოში ასახულია თამარ ბაჩალიაშვილი და მასში დაფიქსირებული ინფორმაცია გამოძიებისთვის არის მნიშვნელოვანი და შესაბამისად, სამომავლოდ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ეს ინფორმაცია გასაჯაროვდეს, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.

პროკურორი არ განმარტავს ვიდეო ჩანაწერებში მიმართავს თუ არა თამარ ბაჩალიაშვილი მშობლებს და საუბრობს თუ არა ოჯახზე.

„დეტალებისგან თავს შევიკავებ, თუმცა განგიმარტავთ, რომ ეს ვიდეო ჩანაწერები კონკრეტულად ამ სისხლის სამართლის საქმეში შეიცავს საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას“, - განაცხადა პროკურორმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა