ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში „მდელოს ფარვანას“ საწინააღმდეგო ღონისძიებები იწყება

სურსათის ეროვნული სააგენტო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მავნებელი მწერის - „მდელოს ფარვანას“ საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა, პირველ ეტაპზე, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დაამუშავებს ნინიგორის და ბაისუბნის თემში შემავალი სოფლების ტერიტორიას, სადაც მავნებლის რიცხოვნობა მაღალია.

მავნებლის გამოჩენისთანავე, სააგენტოს მცენართა დაცვის სპეციალისტებმა ჩაატარეს მონიტორინგი, რომლის შედეგების გათვალისწინებით უკვე დაიგეგმა ღონისძიებები.

მათივე ინფორმაციით, „მდელოს ფარვანა“ მრავალი წლის განმავლობაში გავრცელებულია საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა პერიოდულად, გამრავლების და რიცხოვნობის მკვეთრი გაზრდა ახასიათებს, რაზეც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

იგი პოლიფაგი მწერია, რომელიც იკვებება და აზიანებს სხვადასხვა სახის მცენარეს და სასოფლო -სამეურნეო კულტურას, განსაკუთრებულ ზიანს ერთწლიან მარცვლოვან კულტურებს აყენებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა