დიმიტრი პესკოვი - ბელარუსის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაცია ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტის შესაძლო გაყალბების შესახებ „ეფესბეს“ გადაეცა

ბელარუსის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაცია ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტის შესაძლო გაყალბების შესახებ რუსეთის ფედერალურ უშიშროების სამსახურს გადაეცა, რომელიც ანგარიშს მოამზადებს და ვლადიმერ პუტინს გააცნობს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„მასალები გუშინ გადაეცათ. ბელარუსი კოლეგების მიერ მოწოდებული დოკუმენტების შესახებ „ეფესბე“ ანგარიშს მოამზადებს და ვლადიმერ პუტინს გააცნობს. ეს ნებისმიერი სპეცსამსახურის ფუნქციაა,“- განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერმა ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ გერმანიამ და პოლონეთმა ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ მონაცემები გააყალბეს, კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ მას ასეთი ფაილების არსებობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„ასეთი ფაილების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ,“- აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გუშინ განაცხადა, რომ ბელარუსის სადაზვერვო სამსახურმა ბერლინსა და ვარშავას შორის საუბრის ჩანაწერი მოიპოვა, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაყალბებულია. მისივე თქმით, ისინი ამ ჩანაწერის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისთვის გადაგზავნას გეგმავდნენ.

იხილეთ ვიდეო:ბელარუსის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაცია ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტის შესაძლო გაყალბების შესახებ „ეფესბეს“ გადაეცა - დიმიტრი პესკოვი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა