“ვითიბი ბანკმა” საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერა კიდევ ორი წლით გააგრძელა

“ვითიბი“, როგორც ქართული სპორტის N1 ქომაგი, წარმატებით აგრძელებს გუნდური სპორტის სახეობების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „ვითიბი ბანკსა“ და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა სპორტის ფედერაციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად „ვითიბი ბანკი“, წყალბურთის ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებების გენერალურ სპონსორობას 2021 წლის ბოლომდე გააგრძელებს.

უკვე მეექვსე წელია რაც „ვითიბი ბანკი“ ქართული წყალბურთის #1 ქომაგია, ჩვენი პარტნიორობის პერიოდში ეროვნულმა ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე 10 საუკეთესო გუნდში მოხვდა. მოხარული ვართ, რომ "ვითიბი ბანკის" მხარდაჭერამ, ხელი შეუწყო ქართული წყალბურთის განვითარებას და წინსვლას - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.

ამჟამად წყალბურთის ეროვნული ნაკრები 2021 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად ემზადება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა