მამუკა ხაზარაძე - ჩვენი მიზანია ქვეყანაში ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბება

ჩვენი მიზანია ქვეყანაში ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბება, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტიის გეგმაა, ქვეყანაში არსებული სიღარიბის დამარცხება.

„ჩვენი მიზანია, ქვეყანაში უმოკლეს დროში შევქმნათ 600 000 ოჯახი, რომელიც ყოველთვიურად მიიღებს 3 000 ლარის შემოსავალს. ეს იქნება ძლიერი საშუალო ფენა, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ჩვენი ქვეყნის, ეკონომიკის ძალიან სწრაფ განვითარებას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძის განმარტებით, 5 სექტემბერს, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პრეზენტაცია ექნება, სადაც წარადგენენ „მარშალის გეგმას“, საქართველოს რეკონსტუქციის პროგრამას. მისივე თქმით, საზოგადოებას დეტალურად აუხსნიან, მოკლე დროში, 4 წელიწადში, როგორ დაამარცხონ ქვეყანაში უმუშევრობა, სიღარიბე და ქვეყნის განვითარებას საფუძველი ჩაუყარონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა