აბო თბილელის  ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

აბო თბილელის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. „ხანძარი სამსართულიანი შენობის გადახურვაზე გაჩნდა, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ამ ეტაპზე ხანძრის ლიკვიდირების სამუშაოები მიმდინარეობს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, ხანძრის სავარაუდო მიზეზი, ლიფტის შახტაში გაჩენილი ცეცხლია.

„იწვოდა საოჯახო ტიპის სასტუმრო. სასტუმრო არ ფუნქციონირებდა, მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. დაშავებული არავინ არ არის. მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზაცია. ხანძრის მიზეზი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია ლიფტის შახტიდან წამოსულმა ცეცხლმა. დამწვარია დაახლოებით 300 კვადრატი. ამ დროისათვის ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის“, - განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა