“ლელოს“ ერთ-ერთ აქტივისტს თავს დაესხნენ

"ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ აქტივისტს გიორგი გლურჯიძეს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად გიორგი გლურჯიძემ ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევა, ცოტა ხნის წინ მაშინ მოხდა, როდესაც გიორგი გლურჯიძე ქუჩაში ფეხით გადააგილდებოდა, რა დროსაც ის რამდენიმე მოქალაქემ გააჩერა და ჰკითხა, რატომ უჭერდა მხარს „ლელოს“ .

გიორგი გლურჯიძე „ლელოს“ წევრის, ლევან სამუშიას შტაბის ხელმძღვანელია.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ლელოს“ წარმომადგენელმა ლევან სამუშიამ განუცხადა, მისთვის უცნობია, თუ ვინ დაესხა თავს გიორგი გლურჯიძეს.

„როდესაც შემთხვევის ადგილზე მივედი, უკვე სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში იმყოფებოდა. როგორც მან მითხრა, თავდამსხმელებმა ჰკითხეს, თუ რატომ არის „ლელოში“ ლევან სამუშიასთან, რა დროსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. არ ვიცი, ვინ დაესხა, ახლა არ გავაკეთებ არანაირ განცხადებას, ვინმემ მოაგზავნა თუ არა. ეს საქმე სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს