პარტია "რეფორმერმა" თბილისისა და რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა სასტუმრო "სტამბაში" თბილისისა და რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „რეფორმერიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" ლიდერმა თორნიკე ჯანაშვილმა ოფიციალურად გახსნა პარტიის საარჩევნო კამპანია და პარტიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„რეფორმერი არის პლატფორმა, რომელიც შეგიძლია გამოიყენო, რომ ქვეყანაში განახორციელო რეალური ცვლილებები. ზუსტად ამ პრინციპით შეირჩა ჩვენი კანდიდატები. ეს იყო პარტიის კანდიდატების შერჩევის სრულიად განსხვავებული, გამჭვირვალე და უპრეცენდენტო პროცესი, კამპანია მათთვის ვინც საკუთარ თავში უკვე აღმოაჩინა რეფორმერი. ჩვენ პოლიტიკაში ჩართვის შანსი მივეცით ყველას“, - განაცხადა პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილმა.

მათი ინფორმაციით, "რეფორმერის" კანდიდატების წარდგენას დაესწრნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და პარტიის მხარდამჭერები.

„პარტია "რეფორმერის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: ანი ჯაფარიძე - 31 წლის, ბიზნესის მართვის სპეციალისტი, ანი მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს რკინიგზის ქონების მართვის სამსახურში, საერთაშორისო მარკეტინგული კვლევითი კომპანია TNS - ში. "რეფორმერის" მთაწმინდა-კრწანისის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი.

მაია კუკავა - 35 წლის, ფინანსისტი, მუშაობდა HSBC Bank Georgia -ში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, ევროკავშირის პროექტების ფინანსურ მენეჯერად, ამერიკულ - უკრაინული პროექტის ფინანსურ დირექტორად კიევში. არის კომპანია ვაისის დირექტორი. რეფორმერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ვაკეში.

გიორგი ავაზაშვილი - 35 წლის, იურისტი - მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამაში, ენერგეტიკის და კულტურის სამინისტროებში, საქართველოს ახალგაზრდულ ასოციაციაში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში. რეფორმერის კანდიდატი ისანში.

დავით შალუტაშვილი, 30 წლის, ეკონომეტრიკოსი - მისი სამუშაო გამოცდილება დაიწყო სასტუმრო რედისონში, აქვს ბიზნესის მართვის 8 წლიანი გამოცდილება. მისი ბიზნესი ორიენტირებულია უცხოური კაპიტალის და ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში. დავითი ხელმძღვანელობს საერთაშორისო სატრანსპორტო ლოჯისტიკურ კომპანიებს "ალაგს" და "ექსპოჰაბს", "რეფორმერის" კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში.

ხატია ქობალია, 29 წლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტი, მუშაობდა ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელად, ასევე ბრიუსელში ევროპარლამენტში, EPP ჯგუფში, UNDP -ის პროექტის მენეჯერად. ხატია გაეროს მოდელირების ასოციაციის ხელმძღვანელია საქართველოში. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანის რაიონში.

მიკიბო ( მიხეილ კოხრეიძე) 28 წლის, ციფრული არტისტი - მიკიბო მუშაობს 14 წლის ასაკიდან, მუშაობა დაიწყო სარეკლამო კომპანიაში დიზაინერად, იყო არტდირექტორი სხვადასხვა დიჯითალ კომპანიებში. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა მსოფლიოში ცნობილ კომპანიებთან, Pixar Disney Studio ში, Zynga, CapCom, King . ასევე მუშაობდა შვედეთში THQ პროექტზე. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბურთალოს რაიონში

ბაჩო ბუჩუკური - 32 წლის, ტურიზმის მენეჯერი. მუშაობდა ლონდონში უძრავი ქონების მიმართულებით. არის ტურისტული კომპანიის georgialike -ს დამფუძნებელი საქართველოსა და ყაზახეთში, სასტუმროების მართვის კომპანია hotels group-ისა და საინვესტიციო კომპანია jeoinvest -ის დამფუძნებელი, ბაჩო საქართველოს სამგზის, ევროპის ორგზის და მსოფლიო ჩემპიონია ძალისმიერ სამჭიდში. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-დუშეთი-თიანეთი და ყაზბეგის ოლქში.

ჯეი ოქროპირიძე - 34 წლის, ბიზნესის მართვის სპეციალისტი, ჯეი მუშაობდა ლონდონში L.K.Bennett, Save the Children -ში, ასევე Zegna, Paul & Shark, Hugo Boss -ში. "რეფორმერის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:პარტია „რეფორმერმა“ თბილისისა და რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით