მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეში ჩანთის საკითხთან დაკავშირებით ბუნდოვანება ისევ რჩება და შესაძლოა, ის საქმის დამთავრების შემდეგაც არ აღმოიფხვრას

გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეში ჩანთის საკითხთან დაკავშირებით ბუნდოვანება ისევ რჩება და შესაძლოა, ის საქმის დამთავრების შემდეგაც არ აღმოიფხვრას. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ნიკოლაძის თქმით, ჩანთასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია არსებობს და არ არის გამორიცხული, რომ ჩანთა იქ მესამე პირებისგან მოხვედრილიყო.

„ჩანთასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ვერსია იყო, სამწუხაროა, რომ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგაც ბუნდოვანება რჩება და შესაძლებელია ეს ბუნდოვანება საქმის დამთავრებამდე და მის შემდგომაც არ აღმოიფხვრას. ჩანთის საკითხი დღესდღეობით ღიაა, პასუხგაუცემელია, ვინაიდან ექსპერტიზამ ცალსახად ვერ განსაზღვრა ვისი დნმ-ი შეიძლება ყოფილიყო მასზე. ჩანთა თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ იქ მესამე პირებისგან მოხვედრილიყო. კადრში ჩანს, რომ ბავშვს ჩანთა ისე აქვს გადაკიდებული, სირბილისას ნებისმიერ დროს, ან ფერდობზე ჩამოსვლისას სადმე ჩამოვარდნილიყო და იქ ვინმე სხვას დაედო“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს დაიკარგა. 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდე, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს