შსს-მ „ლელოს“ ერთ-ერთ აქტივისტზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„ლელოს" ერთ-ერთ აქტივისტზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ აქტივისტს გიორგი გლურჯიძეს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, თავდასხმის შედეგად გიორგი გლურჯიძემ ტვინის შერყევა მიიღო, რის გამოც ის ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

მათივე ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გიორგი გლურჯიძე ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ის რამდენიმე მოქალაქემ გააჩერა და ჰკითხა, რატომ უჭერდა მხარს „ლელოს“ .

გიორგი გლურჯიძე „ლელოს“ წევრის, ლევან სამუშიას შტაბის ხელმძღვანელია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს