ლევან თარხნიშვილი ცესკო-ს მიერ საარჩევნო ოლქებში დამოუკიდებელი წევრების დანიშვნას ეხმაურება

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილი საქართველოს ცენტრალური კომისიის მიერ საარჩევნო ოლქებში დამოუკიდებელი წევრების დანიშვნას ეხმაურება.

ლევან თარხნიშვილის თქმით, ცესკო-მ არ გაითვალისწინა ეუთო-ს, ასევე სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციები და საარჩევნო ოლქებში „დამოკიდებელი“ წევრები დანიშნა, რომლებიც სინამდვილეში „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივს წარმოადგენს.

თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებები „ქართულ ოცნებას“ ვერ უშველის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და „ევროპული საქართველო“ იქნება კომპასი, რომელიც მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს 31 ოქტომბრის შემდეგ.

„სამწუხარო ტრადიცია გრძელდება. ცესკომ ისევ არ გაითვალიწინა ეუთოს და ყველა საერთაშორისო, თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეკომენდაცია და ყოველგვარი კრიტერიუმის გარეშე ირჩევს საარჩევნო ოლქების „დამოუკიდებელ" წევრებს. რეალურად ეს იგივე „ქოცაქტივია“. მაინც არ გიშველით. 31 ოქტომბერს ჩვენ ყველანი მოვახდეთ გარდამტეხ ცვლილებებს და „ევროპული საქართველო“ იქნება ამომრჩევლის კომპასი ამ ცვლილებებისთვის“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს