პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“  მეორე ფაზის პრეზენტაცია გაიმართა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის პრეზენტაცია გაიმართა, რომლისთვისაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტმა დამატებით 250 000 აშშ. დოლარის ოდენობის გრანტი გამოყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა მიმართეს. პროექტის პირველი ფაზის შედეგებზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა წარადგინა პრეზენტაცია და მეორე ფაზის განხორციელებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

„დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.

პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში მიღწეულმა შედეგებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს ათივე რეგიონში ფართო საზოგადოებისათვის; ასეთი ინტერვენციის შედეგად, რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობა რეგულარულად იღებს მეტ ინფორმაციას იმ სარგებლის და შესაძლებლობების შესახებ რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოაქვს. ყოველივე ეს ასახვას მხარდამჭერთა რაოდენობაში პოვებს.

პროექტის ფარგლებში გაძლიერდა და გაფართოვდა საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ქსელი და დღეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების კომუნკაციაზე 11 რეგიონალური ბიურო მუშაობს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჯამში 526 ღონისძიება ჩატარდა, შედეგად კი პირდაპირი კომუნიკაცია 19 000-მდე ადამიანთან დამყარდა. პროექტში ჩართული 20 რეგიონული მედიის მიერ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე უკვე მომზადდა 280 მედია პროდუქტი.

მიღწეულმა შედეგებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს ათივე რეგიონში ფართო საზოგადოებისათვის; ასეთი ინტერვენციის შედეგად, რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოსახლეობა რეგულარულად იღებს მეტ ინფორმაციას იმ სარგებლის და შესაძლებლობების შესახებ რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოაქვს. ყოველის ეს ასახვას მხარდამჭერთა რაოდენობაში პოვებს.

პროექტის მეორე ფაზა, მიზნად ისახავს მიღწეული შედეგების კონსოლიდაციას და მოქალაქეების არამარტო ინფორმირებას, არამედ, მათ აქტიურ ჩართვას დასავლური ინტეგრაციის პროცესებში.

პროექტს ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს